ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილი ან ხვალ მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან ცუდად დაამთავრებს

13 ნოემბერი, 2019 • 1566
სააკაშვილი: ივანიშვილი ან ხვალ მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან  ცუდად დაამთავრებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადავადებას ფეისბუკზე ეხმაურება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “ან ხვალ მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან უახლოეს ხანში ის ძალიან ცუდად დაამთავრებს”.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი