ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, განახლებულ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება

29 აპრილი, 2015 •
ღარიბაშვილის თქმით, განახლებულ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება

“მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა. პარლამენტს მე წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელობებმა თანამდებობები დატოვეს. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო ლევან ყიფიანის წასვლა. მე მასთან მქონდა საუბარი, ასევე მქონდა საუბრი პარლამენტის წევრებთან, ჩვენს თანაგუნდელებთან. ჩვენ ყველა რესურსი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ პოზიციების შეჯერება მომხდარიყო. ყიფიანმა ერთი თვის წინ მომმართა გადადგომის თხოვნით, თუმცა მე ეს არ დავაკმაყოფილე მაშინ. მე მას ვუხდი მადლობს და წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი