ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

29 აპრილი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს “იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა”. 

 

“მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარება, იმსჯელეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე”, – წერია მთავრობის განცხადებაში.

 

მთავრობის ინფორმაციითვე, გერმანიის კანცლერმა პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალაში რჩება და თარიღი დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

“ანგელა მერკელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”.


ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი
ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი