უსუფაშვილი: პრემიერს ვაკანტურ თანამდებობაზე მინისტრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლება აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე მინისტრები დანიშნოს. შემდეგ პრემიერის მიერ დასახელებულ შემადგენლობას პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად.

“მას შემდეგ, რაც პრემიერი ამ თემაზე ჩამოყალიბდება და მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში ერთვება პარლამენტი. ჩვენი კანონმდებლობით პრემიერს ამისთვის აქვს ორკვირიანი ვადა, რათა ვაკანტურ თანადმებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. შემდეგ, მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს და შემდეგ უკვე პარლამენტს გვაქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ყიფიანი რიგით მე-7 გადამდგარი მინისტრია. რას ითვალისწინებს ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და რა პროცედურების გავლა მოუწევს “ქართული ოცნების” მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად? უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ გვერდზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი