ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი თბილისისგან კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების საკითხს ისევ სვამს

29 აპრილი, 2015 • • 1075
სოხუმი თბილისისგან კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების საკითხს ისევ სვამს

სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებათა პროცესისთვის აფხაზეთისა და საქართველოს ძირითადი მოედანი ჟენევის დისკუსიებია, რომელზეც აფხაზურმა მხარემ არაერთხელ წამოწია ეს საკითხი. 

 

“რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩვენ არ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდგომებს შეიცვლის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი  ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციების [ისეთი როგორიცაა UNESCO] ყურადღებას მიიქცევს. ჩვენ ადეკვატური მიდგომის იმედი გვაქვს, რომ მემკვიდრეობა არ უნდა რჩებოდეს სპეკულაციისა და პოლიტიკური ვაჭრობის საგანი”, – ამბობს სამინისტროს წარომადგენელი.

 

აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, არკადი ჯოპუას აზრით, აფხაზეთიდან  საქართველოში გატანილი რელიქვიების უკან დარბუნების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს.

 

აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმმა, ჯოპუას თქმით, 1992-1993 წლების ომის დროს ასზე მეტი ექსპონატი დაკარგა.

 

“ეს არის ხანჯლები, ოქროს და ვერცხლის სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს უფლება პრეტენზია გამოვთქვათ თითოეული დაკარგული რელიქვიის დაბრუნებაზე, თუმცა მათი დაბრუნების შანსი არ არის დიდი”. 

 

ჯოპუას თქმით, მნიშვნელოვან რელიქვიებს შორისაა ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო თბილისში გატანილი.

 

“მათ დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისთვის არ გეგმავს”, – აცხადებს ჯოპუა.  

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი