“კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ასე რომ, მას აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მთავრობას ნებისმიერ შემთხვევაში გამოუცხადოს ნდობა, რა თქმა უნდა, იმ შემადგენლობით, რაც იქნება კოალიციისთვის მისაღები და ეს ასეც იქნება”,–განაცხადა კობახიძემ.
გუშინ “პირველმა რადიომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სამინისტროში ბრიფინგი 12:00 საათზეა დანიშნული. ლევან ყიფიანი გადადგომის შემთხვევაში მეშვიდე მინისტრი იქნება, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა. კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.
ნდობის გამოცხადების შემდეგ უკვე შეიცვალა 6 მინისტრი :ელგუჯა ხოკრიშვილი, ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე და დავით შავლიაშვილი.





