ახალი ამბები

ალასანიამ ქუმსიშვილს დე ფაქტო მერი უწოდა: “დედაქალაქის მერი არაფერს წარმოადგენს”

28 აპრილი, 2015 •
ალასანიამ ქუმსიშვილს დე ფაქტო მერი უწოდა: “დედაქალაქის მერი არაფერს წარმოადგენს”

“ყველამ კარგად იცის, რომ ქუმსიშვილი, რომელიც გადავიდა ეკონომიკის სამინისტროდან… მასთან პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ისევ გაჩნდა გადაწყვეტილების არაფორმალური მიმღები. ეს არის პრობლემა.  გადაწყვეტილებებს ინსტიტუტების ხელმძღვანელები ვერ იღებენ, ამიტომ მიდის ეროზია, ბიუროკრატია მთლიანად არის დემორალიზებული, შესაბამისად, იწელება ყველა სახის გადაწყვეტილება. მე ათასობით მოქალაქეს ვხვდები, მათ შორის თბილისშიც, და ისინი მეუბნებიან, რომ ვერანაირი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებენ. მიდის პრობლემების გადადება, თითქოს გადადებული პრობლემა თავისთავად მოგვარდება”, – განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, “საჭიროა დიდი შეჯანჯღარება და მთავრობის შეცვლა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი