“არ მჯერა იმ ვერსიის, რომ მას უნდა ოჯახთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მჯერა იმ ვერსიის, რომ მთავრობის მეთაურმა მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება და ჩემი ვარაუდია, რომ ალბათ იმიტომ, რომ ის ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას”, – განაცხადა მიროტაძემ.
ხოკრიშვილმა პრემიერს პოსტის დატოვების შესახებ განცხადებით დღეს მიმართა. იგი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი ოჯახი საქართველოში არ ცხოვობს [გერმანიაში] და მისთვის ამ ეტპაზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თავის ოჯახის წევრებთან ერთად იყოს. პრემიერმა ხოკრიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელის გადადგომის სწორედ ეს “საპატიო მიზეზი” აქვს.
