ახალი ამბები

უმრავლესობა პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადადებას ითხოვს

13 ნოემბერი, 2019 • 1020
უმრავლესობა პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადადებას ითხოვს

უმრავლესობის თავმჯდომარემ გია ვოლკსიმ განაცხადა, რომ უმრავლესობას სურს, 14 ნოემბრის დილისთვის გადადოს კენჭისყრა.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

მასალა ახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი