პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი იზიარებს პოზიციას მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლის შესახებ.
“შეხვედრისას გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ეგიდით საარჩევნო თემებზე მოწვეული იქნება კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
