ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

13 ნოემბერი, 2019 • 892
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს.

მუნიციპალური ინსპეციის გარდა, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება “თბილსერვის ჯგუფსაც” . დღეს, 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კალაძემ ამ პოსტზე საკრებულოს წარუდგინა რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი
და თავისი საქმის პროფესიონალია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი