ახალი ამბები

2020 წელს მერია დამატებით 100 ავტობუსს იყიდის- კალაძე

13 ნოემბერი, 2019 • 797
2020 წელს მერია დამატებით 100 ავტობუსს იყიდის- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს მერია დამატებით 100 ავტობუსს შეიძენს.

როგორც დღეს, 13 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, დამატებით 100 ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს, ხოლო მოცდის ინტერვალი შემცირდეს. კალაძის თქმითვე, ახალი ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.

„ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება“, -განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი