წარმომადგენლობების გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კონსტანტინ პუხაევი, პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი როდიონ სიუკაევი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


“წარმომადგენლობების გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორივე რესპუბლიკის აღიარებისა და თვითგამორკვევის რეალიზაციის უფლების მოსაპოვებლად. სამხრეთ ოსეთიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ სოლიდარული ვართ თქვენი, სამხრეთ ოსეთი მხარს უჭერს თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ”, – განაცხადა პუხაევმა გახსნის დროს. 

 

მისივე თქმით, წარმომადგენლობების გახსნა სამხრეთ ოსეთში მათ საერთაშორისო აღიარებას შეუწყობს ხელს.

 

“ჩვენი სახითსამხრეთ ოსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით საიმედო პარტნიორებს მიიღებს”, – განაცხადა ალექსანდრ კოფმანმა, დონეცკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

 

სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა. 


ლუგანსკისა და დონეცკის წარმომადგენლობების გახსნა ცხინვალში; ფოტო: სააგენტო რეს-ი.
ლუგანსკისა და დონეცკის წარმომადგენლობების გახსნა ცხინვალში; ფოტო: სააგენტო რეს-ი.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   




Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *