“მოსამართლეთა კორპუსთან ერთად ბატონ ირაკლისთან შეხვედრაზე ძირითადად საუბარი მქონდა სასარმართლო რეოფრმის მესამე ეტაპზე. ის კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა მთავრობაში, არის კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი. მასში არის საკანონმდებლო ცვლილებები საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სკოლის რეფორმირების საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით გავცვალეთ პოზიციები, დავაფიქსირეთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიების შესახებ ჩვენი ხედვა და პოზიცია.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიმართვა პრემიერთან ფინანსურ საკითხებზე, რაც უკავშირდება სასამართლოს გამჭვირვალობასა და შენობის გაფართოებას. აქცენტები გაკეთდა პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე: სასამართლოთა ხელმისაწვდომობის სკაითხი და მოსამართლეთა გადატვირთულობა, დარბაზების სიმცირე და ასე შემდეგ. დაისახა რიგი პერსპექტივები, რაც მომავალ შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფებში იქნება განხილული. დავსვით მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი, რაც უზრუნევლყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობას და მაღალი სტდანრატით გადაწყვეტილების მიღებას. ვისაუბრეთ მოსამართლეთა საპენსიო უზრუნევლყოფასა და კომპენსაციაზე. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, რომ ამ მხრივ მხარდაჭერა მივიღეთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.





