მისი თქმით, მარტის თვეში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 4,1 პროცენტი, რაც ზრდის ძალიან სერიოზული მაჩვენებელია.
“მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ, მთელი ევროპა და ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკა… განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. ამ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 3,1 პროცენტი იყო. თქვენ გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ნახავთ, რომ ეს არის მართლაც გამონაკლისი. ეს არის ჩვენი დამსახურება ისეთი ეფქეტური მინისტრებისა, როგორიც იყო შავლიაშვილი, რომლის შესრულებაც პირველ კვარტალში 107 პროცენტი იყო. ფინანასთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა, საგადასახადო შემოსავალმა გადაჭაარბა მოლოდინს 13,2 პროცენტით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს სტაბილური მონაცემები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





