ახალი ამბები

გახარიამ განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა

13 ნოემბერი, 2019 • 2212
გახარიამ განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაბრუნდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გახარიამ ამ ბრძანებას ხელი დღეს, 13 ნოემბერს მოაწერა.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ჩხენკელი, რომელიც 2017-2018 წლებში იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ამ დრომე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. მინისტრობამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო.

წინა მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი 7 ნოემბერს გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.