ახალი ამბები

პატრიარქისადმი მეუფე პეტრეს ბრალდებების ჩემთან იდენტიფიკაცია ვერ მოხდება – სააკაშვილი

12 ნოემბერი, 2019 • 1997
პატრიარქისადმი მეუფე პეტრეს ბრალდებების ჩემთან იდენტიფიკაცია ვერ მოხდება – სააკაშვილი

მეუფე პეტრეს მიმართ ყოველთვის მქონდა დადებითი დამოკიდებულება,  მაგრამ ძალიან მძიმეა და ჩემს თავს არ ვაკადრებ, განვიხილო ის ბრალდებები, რომელიც იქნა წამოსროლილი საქართველოს პატრიარქის მიმართ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

სააკაშვილის თქმით, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტისადმი დამოკიდებულების გამო მისი განცხადებების ექს-პრეზიდენტთან იდენტიფიკაცია ვერანაირად მოხდება.

“პატრიარქის მიმართ ასეთი გამონათქვამები ვერ იქნება ჩემთან ვერანაირად დაკავშირებული. ჩემთვის ეს არის მიუღებელი. სხვა თუ არაფერი, 87 წლის, არცთუ მტკიცე ჯანმრთელობის მქონე ადამიანზე ასეთი ბრალდებები რაში ჯდება, მე არ ვიცი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში რწმენის დაზიანება და ეკლესიის დეზორგანიზაცია შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რომელსაც პატრიარქისადმი პირადი ზიზღი აქვს. სააკაშვილის მტკიცებით, მასთან შეხვედრისას ივანიშვილი პატრიარქს უშვერი სიტყვებით აგინებდა.

“საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა. საქართველოს ეკლესია განსაკუთრებით გაძლიერდა ჩემს დროს და მე ამით ვამაყობ იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად და მე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, ეს მიმაჩია ჩემს პირად მიღწევადაც, როგორც სხვა ადამიანების. ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, მორწმუნე ადამიანების გაქილიკება სრულიად მიუღებელია. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა პრორუსულ ჯგუფებს. არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია ერთმანეთთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი