მისი თქმით, გარემოს დაცვის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილის შემცვლელის ვინაობას რამდენიმე დღეში დაასახელებს. მან ელგუჯა ხოკრიშვილს, რომელმაც გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა, მადლობა გადაუხადა და წარმატებული მინისტრი უწოდა.
“ელგუჯა ხოკრიშვილი არის ძალიან კომპეტენტური, პროფესიონალი და უწესიერესი ადამიანი. მართლაც გული დამწყდა, რომ მან მუშაობა ფიზიკურად ვეღარ შეძლო საქართველოში. მას ჰქონდა საპატიო მიზეზი. ჩემთვის ოჯახი ძალიან ძვირფასია, ამიტომ მე მას ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას, რადგან მისი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში და იძულებული გახდა იქ წასულიყო. მე მას ვუთხარი, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას, მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის ძალიან წარმატებული მინისტრი იყო. მან ორი სამინისტრო გამოიარა. ის არის ღრმად კვალიფიცირებული სპეციალისტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





