ახალი ამბები

“რეფორმა საფრთხეშია!” “ვერ გადაგვაგდებთ” – პარლამენტის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2019 • 1016
“რეფორმა საფრთხეშია!” “ვერ გადაგვაგდებთ” – პარლამენტის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

“რეფორმა საფრთხეშია”, “ვერ გადაგვაგდებთ”, “შეასრულე მოცემული პირობა”, “არ გაბედო” , – ამ სლოგანებით პარლამენტთან საზოგადოებრივი მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, მმართველმა გუნდმა შეასრულოს საკუთარი დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს დეპუტატებმა: კობა ლურსმანაშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მერაბ ქვარაიამ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დიმიტრი მხეიძემ, ენძელა მაჭავარიანმა, კახა ოქრიაშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, რევაზ არველაძემ და სხვებმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და ხვალ უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი