საქართველო საბოლოო ცხრილში 17 ქულით ლიდერობს, მას მოსდევს რუსეთ 13 ქულით, ჩინეთი 11 ქულით, ხოლო ცხრილს ეგვიპტე ასრულებს ნული ქულით. ჩემპიონატი ჯერჯერობით არ დასრულებულა. რუსეთის ნაკრები ჯერ კიდევ ეთამაშება ჩინეთის ნაკრებს, მაგრამ მოგების შემთხვევაშიც კი რუსეთმა მაქსიმალური 3 ქულა რომ მიიღოს, საქართველოს შედეგს მაინც ვერ გააუმჯობესებს. რუსეთის მაქსიმალური ქულა 16 იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ბელა ხოთენაშვილი [თელავი], ლელა ჯავახიშვილი [თელავი], მარი არაბიძე [ქუთაისი], ნინო ბაციაშვილი [ბათუმი], სალომე მელია [ბათუმი]. ნაკრების კაპიტანი დავით ჯოჯუაა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა.
მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:
“ვულოცავ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში.ქართველები ყოველთვის განებივრებული ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ”,- ნათვამია მილოცვაში.





