ახალი ამბები

დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა

27 აპრილი, 2015 • • 1153
დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა

დავით სერგეენკომ და ალექსანდრე კვიტაშვილმა განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას.

 

“ვიზიტის მთავარი მიზანი არის ხვალ, 28 აპრილს კონფერენციაზე დასწრება, რომლის ამოცანა არის იმ მხარდაჭერის, გეგმების და პროექტების შეჯამება, რაც სჭირდება დღეს უკრაინის სახელწმიფოს. როგორც ადრე, ისე ახლაც მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფაგლებში, იქნება ეს მედიკამენტების მიწოდება, ბავშვების თუ დაჭრილების ჩამოყვანა საქართველოში რეაბილიტაციისთვის, ისევ გავაგრძელებთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

“საქართველოს აქვს უნარი დაეხმაროს უკრაინას ძალიან ბევრ საკითხში. მათ შორის რეფორმირების კუთხითაც. ასევე ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც მიიღო. დღეს კიდევ იყო იმ თემებზე საუბარი, რითიც საქართველოს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. 

 

დავით სერგეენკო 28 აპრილს კიევში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, სადაც მონაწილეებმა უკრაინის მეგობარი ქვეყნებისგან განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროექტები უნდა შეაჯამონ.

დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. 27.04.2015
დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. 27.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი