ახალი ამბებისამართალი

პოლიციამ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

12 ნოემბერი, 2019 • 8171
პოლიციამ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შსს-მ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქალი 2006 და 2007 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ
შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე მოახდინეს ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, ასევე, ფოტოგადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი