მისი თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოც ძალიან წარმატებული ორგანიზაციები არიან, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და საზოგადოებაში გავლენით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, ეს ორგანიზაციები, ივანიშვილის თქმით, სხვა არასამთავრობოებისგან განსხვავებით, ვინც წინა ხელისუფლების მხარდაჭერას არ მალავს, უფრო საშიში არიან.
“საინტერესოა მათი ჩამოყალიბების ისტორია, რომელშიც ძალიან ბევრმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა მიიღი მონაწილეობა. მათ თავის დროზე ძალიან დიდი როლი იქონიეს საზოგადოების განვითარებაში და დღესაც თამაშობენ დიდ როლს. სწორედ ამიტომ მათ ობიექტურობაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს”.
ივანიშვილი ამბობს, რომ მათ ტენდეციურობაში ეჭვები ჩნდება, ვინაიდან, მისი თქმით, “ზოგჯერ თუ ხშირად თანხვედრაში მოდიან ნაციონალური მოძრაობის აგიტაციასთან, სიცრუის მანქანასთან”.
“გავიხსენოთ ის ცნობილი კადრები წამების, ადამიანის პირად ცხოვრებაზე, რაც ათიათასობით ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, რაზეც დავპატიჟეთ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კოჟორიძე და გიგაურიც იქ იყვნენ, ლომჯარიაც, თუმცა მასზე ნაკლებად ვაკეთებ აქცენტს, რამეთუ უფრო მეტი კორექტულობა შემიმჩნევია მასში.
მათ დემონსტრაციულად მოითხოვეს, არ ეყურებინათ ეს კადრები. მეც არ მინახავს ისინი, არ დამაინტერესა, თუმცა მითხრეს, რომ იქ ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი იყო. ამავე დროს, მათ დაიწყეს კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში “ისევ გვისმენენ”. ანუ ჯერ დახურეს თემა და მერე ისევ დაიწყეს, რომ გვისმენენ. მოხდა აქცენტების გადმოტანა”.
გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, გიგაურის ორგანიზაციის კვლევებში არჩევნების შესახებ, 2013 წლის ანგარიშში მეტი დარღვევა იყო დაფიქსირებული, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს, მაშინ, როდესაც საპიროსპირო სიტუაცია იყო.
მან ასევე ახსენა TI-ის კვლევა ხელისუფლების ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი პრემიერის თქმით, ბევრი ცდომილება და სიცრუე იყო.
ივანიშვილმა საიას ყოფილ თავმჯდომარეზე, კახა კოჟორიძეც ისაუბრა. მისი თქმით, “კოჟორიძე საინტერესო აღარაა, რადგან მან ფაქტობრივად გააფორმა ის, რაზეც ეჭვი მქონდა, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის სამსახურში მივიდა.





