“სამწუხაროდ, ომი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება, პრორუსი სეპარატისტები მინსკის შეთანხმებას არ ასრულებენ, რუსეთი კი მათ მხარდაჭერას და იარაღით მომარაგებას აგრძელებს. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ხალხი ყოველდღიურად იღუპება. ასე მოხდა 18 აპრილსაც, როდესაც უკრაინის აღმოსავლეთით გიორგი ჯანელიძე გარდაიცვალა. ის ფიქრობდა, რომ უკრანის თავისუფლების დაცვით საქართველოს თავისუფლებასაც იცავდა”.
ჯარისკაცი გიორგი ჯანელიძე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, 18 აპრილს დაიღუპა.





