ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საგარეო უწყება მარგველაშვილ – ლუკაშენკოს ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

26 აპრილი, 2015 • • 1122
აფხაზეთის საგარეო უწყება მარგველაშვილ – ლუკაშენკოს ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოებია, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ მსოფლიოს რიგ ქვეყნებთან და საქართველოს “ტერიტორიული მთლიანობა” იმ ფორმატში, როგორშიც მას საქართველოში ხედავენ, 1993 წლიდან, უბრალოდ, არ არსებობს.

 

24 აპრილს საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტებს შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას, ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის მიუღებლობას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში.


აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ფოტო: აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ფოტო: აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი