დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან – გიორგი მინდელის ხიდამდე.

პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ოთხ სხვადასხვა მისამართზე – მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე
ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – “კინო საქართველოდან” – მეტროსადგურ “სარაჯიშვილამდე” და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – “ისნის” მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფი” საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.