ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა

9 ნოემბერი, 2019 • 1706
მამუკა ხაზარაძემ  “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა

მამუკა ხაძარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელო” ახალი წევრები სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერიში” წარადგინა:

  1. ფრიდონ გაფრინდაშვილი – ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია.
  2. მიტროფანე სტურუა – იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან არის ადვოკატი. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში.
  3. მანანა ბანძელაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერონა შრომი.
  4. დავით ჩხეიძე – პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამჟამად არის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.
  5. თამარ წამალაიძე – ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი მწვრთნელი.
  6. გია პატარიძე – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.
  7. გიორგი მახარაძე – იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.
  8. ნათია ხელაია – საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი. ბიზნესის განვითარების მიმართულებით განათლება მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს ფინანსურ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე.
  9. გიორგი ბაკაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.
  10. პაატა დარახველიძე – იურისტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე.
  11. ლილე მაღლაფერიძე – ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური იდეის განვითარების პროექტით.
  12. დიმიტრი აბაშიძე – ინჟინერი და ეკონომისტი. აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტარტაპ კომპანიის „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. ეს არის სტარტაპი, რომელმაც შექმნა სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა.

წარდგენაზე ხაზარაძემ საქართევლოსთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს იქნება გამოსავალი ქვეყანაში დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დასაძლევად:

“ჩვენ დღეს ვართ თოხის და გუთნის მენტალიტეტში ჩარჩენილები, ეს უნდა შეიცვალოს. 21-ე საუკუნის აზროვნებით უნდა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დანერგვით უნდა დავიწყოთ მოქმედება, თუ გვინდა, რომ სწრაფად გამოვიდეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან” – განაცხადა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი