ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში გენოციდის მსხვერპლები წმინდანებად შერაცხეს

24 აპრილი, 2015 • • 950
სომხეთში გენოციდის მსხვერპლები წმინდანებად შერაცხეს

წმინდანებად შერაცხვის ცერემონია 23 აპრილს ეჩმიაძინში გაიმართა. ბოლოს სომხურმა ეკლესიამ კანონიზაციის რიტუალი თითქმის 400 წლის წინ ჩაატარა. 

 

გენოციდის მსხევრპლთა “წმინდა ნაწილები” სომხეთში სხვადასხვა ეკლესიაში ინახებოდა.

 

ცერემონია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ზარების 100-ჯერ ჩამორეკვით დასრულდა. ზარების რეკვას მსოფლიოში არსებული სომხური და სხვა ეკლესიებიც შეუერთდნენ, მათ შორის გერმიანიაში, პოლონეთში, რუსეთში, ბუენოს აირესში, საფრანგეთში. ბოლოს საერთო ეროვნული წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლებს.

 

ამ დღისთვის სომხეთში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპულ ეკლესიათა კონფერნეციის ხელმძღვანელი ჩამოვიდნენ. 


დღეს, 24 აპრილს კი, მემორიალურ კომპლექს წიწერნაკაბერდში, ერევანში კიდევ ერთი საეკლესიო ცერემონია გაიმართა სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორისა და სომხეთის, რუსეთის, საფრანგეთის, სერბეთის და კვიპროსის ლიდერების მონაწილეობით. დღეიდან ეს დღე, 24 აპრილი საეკლესიო კალენდარში “ოსმალეთის იმპერიაში სომხეთა გენოციდის დროს სამშობლოსა და რწმენისთვის გაღებული ტანჯვისთვის წმინდა მოწამეთა ხსენების დღედ” დაწესდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   



მასალების გადაბეჭდვის წესი