2 პირი დააკავეს “ამირანთან” ჩადენილი სამართალდარვევისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმადაც აღნიშნული 2 ადამიანი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას:

“აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება” ,- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი