ახალი ამბებისამართალი

დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

8 ნოემბერი, 2019 • 8661
დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

2016 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიისთვის საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის კუთვნილი თანხების უკანანო გაფლანგვისთვის ამერიკის პრეზიდენტს ჯარიმის გადახდა ნიუ-იორკის სასამართლომ დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.

The Guardian-ის ცნობით, ტრამპმა საქველმოქმედო ორგანიზაციიდან თანხების საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავდაპირველად ყოველგვარ დარღვევას უარყოფდა.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა სარჩელი ტრამპისა და მისი სამი უფროსი შვილის წინააღმდეგ გასულ წელს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა აღნიშნული თანხები საკუთარი ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა.

სასამართლოს განცხადებით, ტრამპის საქმეში გამოიკვეთა “არალეგალური ქცევის შოკის მომგვრელი ნიმუში”, რომელიც შეიცავდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის კოორდინირების პროცესში ჩადენილ უკანონობებს. მოსამართლე სალიან სკარპულას გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა დაარღვია კანონი ქველმოქმედების შესახებ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ უკანონოდ გამოყენებული თანხებთან დაკავშირებული პრობლემები გასულ წელს მოაგვარა. მან ასევე აღიარა, რომ აღნიშნული თანხებიდან 10 ათასი დოლარი საკუთარი პორტრეტის შექმნას მოახმარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი