ახალი ამბები

სერგეენკო: მინიმუმ 200 მედიკამენტზე ფასი შემცირდება

23 აპრილი, 2015 •
სერგეენკო: მინიმუმ 200 მედიკამენტზე ფასი შემცირდება

“მინიმუმ 200, პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება,” – განაცხადა სერგეენკომ დღეს, 23 აპრილს, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.


მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა 15-20 პროცენტით მოიმატა. აღნიშნულ საკითხზე მინისტრს დეტალები არ განუმარტავს.


სერგეენკოს პარლამენტში გამოსვლის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად დეპუტატები მინისტრს კითხვებს უსვამენ. კითხვების ძირითადი ნაწილი C ჰეპატიტის ახალ პროგრამას, საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს, მაღალმთიან რაიონებში საავადმყოფოების გამოსყიდვასა და მედიკამენტების ფასებს შეეხება.


სერგეენკოს გამოსვლას პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც (გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, კობა სუბელიანი, მიხეილ მაჭავარიანი და პავლე კუბლაშვილი) ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი