საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელორუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა. ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელორუსში დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათ საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ კი მარგველაშვილს ბელორუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრები გააცნო: ვიე-პრემიერი მიხეილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, შს მინისტრი იგორ შუნევიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრი მიხაილ ჟურაკოვი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი.

ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს და ბელორუსის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. ლუკაშენკო საქართველოს გუშინ ეწვია. პრეზიდენტის გარდა იგი პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება. ბელორუსის პრეზიდენტი ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში და შეხვედრა მარგველაშვილთან, 23.04.2015

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *