ახალი ამბები

ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და ვიმედოვნებ, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება – ბატიაშვილი

7 ნოემბერი, 2019 • 1383
ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და ვიმედოვნებ, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება – ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, განათლების მინისტრის პოსტიდან პირადი მიზეზით გადადგა.

“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები. აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ აქტიურად არის ჩართული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ბატიაშვილმა ისაუბრა “ქართული ოცნების” მიღწევებზე განათლების სფეროოში და თქვა, რომ ცვლილებების პროცესი გაგრძელდება ჩამოყალიბებული სტრატეგიის პირობებში.

მიხეილ ბატიაშვილი კვლავ საგანმანათლებლო სფეროში გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას.

“მე კი ვგეგმავ, ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდად ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმებს”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი