ახალი ამბები

დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლეს

7 ნოემბერი, 2019 • 791
დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლეს

დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ქალის გარდაცვალების შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია დაუდასტურა და უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზღარ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ქალი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

რაც შეეხება მკვლელობის სხვა გარემოებებს, Reginfo ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალს დამტვრეული ჰქონდა ხელები და სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი