ახალი ამბები

ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი ცრუ განგაში აღმოჩნდა

7 ნოემბერი, 2019 • 1175
ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი ცრუ განგაში აღმოჩნდა

ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში ჰოლანდიის სამხედრო პოლიციამ მგზავრების და პერსონალის ევაკუაცია გამოაცხადა.  როგორც CNN წერს, ამ დროისთვის მგზავრები და პერსონალი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება მიზეზებს, ჰოლანდიის სამხედრო პოლიციის განცხადებით, ევაკუაცია “საგანგებო სიტუაციის” გამო გამოცხადდა, მაგრამ დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა. თუმცა მედია წერს, რომ სპეციალური ოპერაცია ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე მიმდინარეობს.

შექმნილი ვითარების გამო გადაიდო ფრენებიც.

განახლება, 12:20: ავიაკომპანია “ეარ ევროპამ” განაცხადა, რომ განგაშის სიგნალი, რომელიც გატაცების შესახებ გზავნის სიგნალს, შეცდომით გააქტიურდა თვითმფრინავში და რეალურად, არაფერი არ მომხდარა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან მადრიდის მიმართულებით ჩვეულერბივ გაფრინდება. ავიაკომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციისთვის. სხიპოლის აეროპორტში უკვე განახლდა ფრენები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი