ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პუტინის ერევანში ვიზიტი არ გააფუჭებს მოსკოვის ურთიერთობას ანკარასთან და ბაქოსთან”

22 აპრილი, 2015 • • 1061
“პუტინის ერევანში ვიზიტი არ გააფუჭებს მოსკოვის ურთიერთობას ანკარასთან და ბაქოსთან”

მისივე თქმით, რუსეთი სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას მხარს უჭერს. 

 

“ბევრს ვაკეთებთ მთიან-ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად. ვმუშაობათ უცხოელ პარტნიორებთან და რეგულარულად ვურთიერთობთ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან. ვიმედოვნებ, ეს საკითხი მალე გადაწყდება”, – განაცხადა ლავროვმა.

 

22-23 აპრილს ერევანში გაიმართება მსოფლიო კონფერენცია “გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ”, სადაც სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი.

 

პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ერევანში გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოსები და არტისტები. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი