ახალი ამბები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

6 ნოემბერი, 2019 • 983
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

ხალი თაობისთვის ენერგეტიკაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დღეს, 6 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ თბილისის კერძო სკოლის „ჯეჯილი“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები სსე-ს სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგური „ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას,  მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი