ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის შემდეგ ნაურუს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

22 აპრილი, 2015 • • 1020
სოხუმის შემდეგ ნაურუს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

“ჩვენი ხალხი მადლობელია თქვენი სახელმწიფოსი ამ მამაცური ნაბიჯისთვის. თქვენც, ჩვენ მსგავსად, დიდხანს მიდიოდით დამოუკიდებლობისკენ. ეს გზა არ იყო მარტივი. თუმცა ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს. ამიტომაც ძალიან ვაფასებთ თქვენი მხრიდან ჩვენი რესპუბლიკის აღიარებას”, – განუცხადა დელეგაციის წევრებს ლეონიდ თიბილოვმა. 

 

როგორც გამოცემა წერს, თავის მხრივ, ნაურუს დელეგაციის წევრები ცხინვალს, ისევე როგორც სოხუმს, საიმედო პარტნიორობას, მეგობრობას, სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობასა და საერთაშორისო არენებზე მხარდაჭერას პირდება. 

 

გარდა ამისა, როგორც რეს-ი წერს, მხარეებმა უვიზო მიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს. 


ლეონიდ თიბილოვი ნაურუს დელეგაციას შეხვდა; ფოტო: რეს-ი
ლეონიდ თიბილოვი ნაურუს დელეგაციას შეხვდა; ფოტო: რეს-ი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი