ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ნარკომომხმარებლებს, შესაძლოა, იძულებით უმკურნალონ

22 აპრილი, 2015 • • 1300
აზერბაიჯანში ნარკომომხმარებლებს, შესაძლოა, იძულებით უმკურნალონ

კანონპროექტის მიხედვით, პროცედურას დაექვემდებარება პირი, ვინც “ახლობლებს მორალურ და მატერიალურ ზიანს აყენებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე და წარსულში მკურნალობაზე უარს აცხადებდა”.

 

ცვლილება “მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში შევა. კანონპროექტს პარლამენტი 28 აპრილს განიხილავს. 

 

ნარკომომხმარებლის სტატუსით აზერბაიჯანში ოფიციალურად 28 656 ადამიანია რეგისტირებული. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი