ახალი ამბები

პუტინს სურს, Wikipedia რუსული ანალოგით ჩაანაცვლოს

6 ნოემბერი, 2019 • 1776
პუტინს სურს, Wikipedia რუსული ანალოგით ჩაანაცვლოს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia რუსული ანალოგით შეცვალონ.

განცხადებაში, რომელსაც RIA ავრცელებს, პუტინი ამბობს, რომ Wikipedia “ უნდა შეიცვალოს ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის“ ელექტრონული ვერსიით.

“რაც შეეხება Wikipedia-ს… უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენ მას შევცვლიდით “დიდი რუსული ახალი ენციკლოპედიის“ ელექტრონული ვერსიით… ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა თანამედროვე და კარგ ფორმაში მიწოდებული სანდო ინფორმაცია“, – თქვა პუტინმა რუსული ენის საბჭოს სხდომის დროს.

RIA წერს, რომ Wikipedia-ს ანალოგის შექმნა ადრეც სცადეს და გეგმავდნენ, რომ მისთვის გამოეყოთ დაახლოებით 1.7 მლრდ რუბლი(დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი)

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს Wikipedia-ზე იერიში მიაქვთ. მანამდე რუსული ციფრული განვითარების, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ, ალექსეი ვოლინმა სტუდენტებს უთხრა, რომ Wikipedia-თი არ ესარგებლათ, ვინაიდან ამ საიტზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია ინახებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი