ახალი ამბები

სერგეენკო: საქართველოს მთავრობას C ჰეპატიტის მწარმოებელი კომპანია ამ პრეპარტს ჩუქნის

21 აპრილი, 2015 •
სერგეენკო: საქართველოს მთავრობას C ჰეპატიტის მწარმოებელი კომპანია ამ პრეპარტს ჩუქნის

“საქართველოს მთავრობას მწარმოებელი კომპანია ამ პრეპარტს ჩუქნის. იმისთვის, რომ ეს პრეპარატი ჩვენ შეგვესყიდა, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი დაგვიჯდებოდა”, – აცხადებს სერგეენკო.

 

მინისტრის თქმით, პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ელიმინაციის პროექტის ყველაზე დიდი ნაწილი 2015 წლის შემოდგომით დაიწყება, პირველ ეტაპზე კი 5 ათასი ადამიანი ჩაერთვება. ეს ის პაციენტები იქნებიან, ვისაც კლინიკურად ყველაზე რთული მდგომარეობა აქვთ. მინისტრის თქმითვე, წელიწადში დაახლოებით 20 ათასი პაციენტის სამყოფი პრეპარატი შემოვა.


“პროექტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა ადამიანი, ვისაც მკურნალობა სჭირდება, არ მიიღებს მას. პროგრამა წინასწარი გათვლებით 3-დან 5 წლამდე გაგრძელდება”.

 

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. 


“ჩვენ გამოვყავით თანხა იმისთვის, რომ დიაგნოსტიკის დროსაც მხარში ამოვდგომოდით პაციენტებს. დიაგნოსტიკის საშუალო ღირებულება იქნება 480 ლარი. აქედან სოცალურად დაუცველებს 70%-ს სახელწმიფო, ხოლო 30%-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაუფინანსებენ. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების დიაგნოსტიკას, სახელმწიფო 30%-ს აანაზღაურებს”, – ამბობს მინისტრი. 


დღეს თბილისში საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია “გილეადს” შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც პრეპარატ სოფოსბუვირის საქართველოსთვის უფასოდ მოწოდებას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი