ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ქართულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ წარსულში არ დავბრუნდებით

21 აპრილი, 2015 • • 1132
ხაჯიმბა: ქართულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ წარსულში არ დავბრუნდებით

ინფორმაციას სპუტნიკი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის დისკუსიების წარმართვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში აფხაზეთისა და გაეროს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

 

როგორც სპუტნიკი წერს, ჟენევის დისკუსიებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ანტი ტურუნენის განცხადებით, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, რომელიც ჟენევის დისკუსიების პროცესში ძირითადად პოლიტიკური საკითხების განხილვის დროს იჩენს ხოლმე თავს, მოლაპარაკებათა პროცესში პროგრესის მიღწევა მაინც შესაძლებელია. მისი თქმით, ეს ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება. 

 

გამოცემის ინფორმაციით, გაერო მზადაა აფხაზეთთან ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში ითანამშრომლოს.


ფოტო: სპუტნიკი/ ილონა ხვარცკია
ფოტო: სპუტნიკი/ ილონა ხვარცკია

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი