ახალი ამბები

იაპონიაში საქართველოს სახელი ოფიციალურად jyo-ji-a (ჯორჯია) გახდა

21 აპრილი, 2015 •
იაპონიაში საქართველოს სახელი ოფიციალურად jyo-ji-a (ჯორჯია) გახდა

“იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ მ.წ. 14 აპრილს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურად „გურუჯიას“ ნაცვლად  „ჯორჯიათი“ შეიცვალა.

 

2009 წელს ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2014 წლის შემოდგომაზე მიიღო და ცვლილება დასამტკიცებლად იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში გააგზავნა.

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ გადაწყვეტილება პირველად იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე გაახმოვანა”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი