ახალი ამბები

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა

5 ნოემბერი, 2019 • 1833
მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა

მთავრობის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ბექა დოჭვირი.

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ბექა დოჭვირი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ასევე, 2015- 2016 წლებში ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი, 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

2009-2013 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი