ახალი ამბები

აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტში მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს

21 აპრილი, 2015 •
აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტში მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს

“რიგის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური ჩართულობაა ხელისუფლების ყველა შტოსი, პრეზიდენტიც აქტიურადაა ამ პროცესებში ჩართული. რიგაში მისი რამდენიმე დღის წინანდელი ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდა, კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე საგარეო პოლიტიკური აქტივობა და პრეზიდენტის რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რათა რიგის სამიტზე არა მხოლოდ საქართველოს პროგრესის ღირსეული შეფასება მოხდეს, არამედ მან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს ევროინტეგრაციის შემდგომ პროცესს.

 

რაც შეეხება დასწრებას კონკრეტულად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი იქნება და უფრო აჯობებს ქვეყნისათვის იქ მთავრობა იყოს წარმოდგენილი, შესაბამისად, იქ პრემიერი წავა”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი