ახალი ამბები

ანონსი: 21 აპრილი

21 აპრილი, 2015 •
ანონსი: 21 აპრილი

10:00 გურჯაანის გამგეობასთან გიორგი ღვინიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი თოფაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რატომ მეზობელი რუსეთი და არა ნატო; პრობლემები სპორტის სამინისტროში; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00 “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენელი თინათინ ნიბლოშვილი “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან აქციის დარბევის ოპერაცია.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთლის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 სასტუმრო რედისონში გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონფერენცია, თემაზე “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ინფრასტრუქტურის პროექტები და მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვები”.

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნეპოტიზმის დეკრიმინალიზაცია; კანონპროექტი ძალადობრივი მოწოდებასთან დაკავშირებით; სხვა მიმადინარე საკითხები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ფრეზეთის დევნილთა დასახლებას ესტუმრება და სამინისტროს ინიციატივით შექმნილი უფასო საფეხბურთო სექციის ფუნქციონირებისთვის საჭირო სპორტულ ინვენტარს ახალგაზრდებს საჩუქრად გადასცემს.

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის – 10 000 000 ლარის გრანტი, სპორტის კომიტეტის შეხვედრა პრემიერთან, პოლიტიკური პროცესები.

11:00 სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაცეიბის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

11:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოინახულებენ ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ქვემო ქართლის სოფელ იმირში

 

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: დაინტერესება არსებობს, რომ საქართველოში მოხდეს დაპირისპირება სუნიტებსა და ვაჰაბიტებს შორის, პანკისში მიმდინარე პროცესები, მთავრობის სამოქმედო გეგმა.

 

11:30 არასამთავრობო ორგანიზაციის “პოზიცია” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა თანხები იხარჯებოდა პრემიების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვარდების რევოლუციიდან დღემდე?
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:30 გურჯაანში, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ზურაბ ჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

 

11:30 “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს მოთხოვნით: მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროოს ან კონფიდენციალურად გაგვაცნოს ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის მიერ გაცემული უარი ძებნიდან ამოღების თაობაზე.

 

11:45 “თიბისი ბანკის” სათაო ოფისის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერასთან.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7

 

11:45 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.
თემა: რა ხდება პანკისში და ვინ ეწევა ახალგაზრდების რეკრუტირებას საქართველოდან სირიაში, პრეზიდენტის გამოსახლება რეზიდენციიდან და გუბერნატორები ჟურნალისტების წინააღმდეგ.

 

12:00 სასჯელაღსრულების მე-8 (გლდანის) დაწესებულებაში, ირმა ნადირაშვილი, სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს მოინახულებს.

 

12:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში თბილისის V საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: გუდიაშვილის ქ. #7

 

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე და პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: “ევრაზიულ კავშირს არ აქვს კავშირი 23 აპრილის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ დაგეგმილ აქციასთან-აქცია არ ატარებს პრორუსულ ხასიათს”.

 

12:00 სასტუმროში “Rooms“  Mercedes Benz Fashion Days პრესკონფერენცია გაიმართება.

13:30 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსულ საქართველოს კარატეს ნაკრების წევრებს შეხვდება.

 

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ათონელის რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის საპრივატიზაციოდ გადაცემის თაობაზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

 

14:00 თბილისის #150-ე საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და “სამოქალაქო განათლების პროგრამის” დირექტორი მარინა უშვერიძე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებს გადასცემენ.
თემა: საქართველოს 480 სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები: “როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე” და “თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის” უსასყიდლოდ გადაეცემათ. რაოდენობის მიხედვით.
მის: ქ. თბილისი, დგებუაძის ქ. #8

 

14:00 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ორგანიზაცია “მოქალაქეს” კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მესამე ეტაპის მონაწილეებისათვის შეხვედრა გაიმართება.
მის: მინდელის ქ. #9

 

15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

 

15:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეად”-ს შორის.

 

16:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის “თსუ მეცნიერება” ახლადშექმნილი ვებგვერდის ტსუ.გე/სციენცე და ჟურნალის 2014 წლის წლიური გამოშვების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

 

16:00 სასტუმროში “თბილისი მარიოტი” “ინტერნიუსი – საქართველო” გამართავს პროექტის “მედია და ინფორმირებული ამომრჩეველი” შემაჯამებელ შეხვედრას.

17:30 სასტუმროში Radisson Blu Iveria იტალიური წარმოშობის ფრანგი ვირტუოზის, აკორდეონისტ რიშარ გალიანოს პრესკონფერენცია გაიმართება.

19.00 იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულები და “ატსტუპნიკები” პოლიტიკურ გაერთიანება “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას გამართავენ
მის: მ. კოსტავას ქ. #68 საკონტაქტო პირები: ნანა ჯაფარაშვილი – 599 51 82 25, ირინე მღვდელაძე – 555 29 32 51, ზურაბ ხარატიშვილი – 577 99 88 58

20:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი – “რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა” გაიმართება.

20:00 თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გენრი დოლიძის პოეზიის საღამო გაიმართება.

21 აპრილი
21 აპრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი