ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში შუასაუკუნეების ციხესიმაგრე აღმოვაჩინეთ – აფხაზური მხარე

4 ნოემბერი, 2019 • 2484
გალში შუასაუკუნეების ციხესიმაგრე აღმოვაჩინეთ – აფხაზური მხარე

აფხაზური მხარე იუწყება, რომ გალის რაიონში არქეოლოგებმა, რომლებიც “დიდ აფხაზურ კედელს” იკვლევენ, ექსპედიციის დროს შუასაუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრე აღმოაჩინეს.

“ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში ციტრუსის პლანტაციები იყო გაშენებული. ნაპოვნი არტეფაქტებით შეიძლება ითქვას, რომ ციხესიმაგრე VII-XIV საუკუნეებში უკვე არსებობდა და ისეთი ტიპის ისტორიული ძეგლების ტოლფასია, როგორიცაა ანაკოფიის ციხე, წებელდის ციხესიმაგრე და სხვა მსგავსი ნაგებობები”,- ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი დიმიტრი სჩასტნი.

წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილი ციხესიმაგრის ფართობი 3,5 ჰექტარია.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი თენგიზ ინალ-იპა აცხადებს, რომ აუცილებელია არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება ძეგლის ნგრევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, საჭიროა, მისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება. თუმცა კვლევების გასაგრძელებად და ძეგლის აღსადგენად, როგორც ის აცხადებს, დაფინანსების წყაროს პოვნაა საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი