თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება „დინამო არენას“ სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41ლარია გამოყოფილი.
სხვადასხვა ობიექტის მოწყობის პარალელურად, მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია უეფას ოფისების კეთილმოწყობაც, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება.
“განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც 704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011ლარი დაიხარჯება”, – წერია მერიის განცხადებაში.





