ახალი ამბები

“ქართუ” ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მილიონ ლარს გამოყოფს

20 აპრილი, 2015 • • 1360
“ქართუ” ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მილიონ ლარს გამოყოფს

მერიის ინფორმაციითვე, 10-მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. 

 

გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ოფიციალური ინფორმაციით, მოხდება სპორტული ობიექტების – კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, ძიუდოს აკადემიის, ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, “ჩოგბურთის განვითარების” ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა, რომლის განხორციელების სავარაუდო თანხა, მერიის მონაცემით, 340 000 ლარს შეადგენს.

 

პროქტის მიხედვით, ასევე განხორციელდება ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი.

 

96 329 ლარია გათვლილი ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად.

 

ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია 7 341 ლარი.

 

გრანტის ფარგლებში თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთებაც უნდა მოხდეს.

 

მერიის ინფორმციითვე, საბოლოო ჯამში, 13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად, ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი