ახალი ამბები

თურქეთი ISIS-ის წევრ პატიმრებს მშობლიურ ქვეყნებში დააბრუნებს

2 ნოემბერი, 2019 • 1223
თურქეთი ISIS-ის წევრ პატიმრებს მშობლიურ ქვეყნებში დააბრუნებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი “ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს მშობლიურ ქვეყანაში დააბრუნებს და აგრეთვე უკმაყოფილება გამოთქვა საკითხთან დაკავშირებით “ევროკავშირის პასიურობის” გამო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ეს ჩვენთვის მიუღებელია. ეს ასევე უპასუხისგმებლობაა“, – განაცხადა სოილუმ. როგორც იგი მიიჩნევს, ევროკავშირმა ტყვებიის მოვლისა და დაცვის ტვირთის სრული სიმძიმე თურქეთს გადასცა. “დაეშის [მეორე სახელი “ისლამური სახელმწიფოსთვის“] დატყვევებულ წევრებს მშობლიურ ქვეყანაში დავაბრუნებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოქტომბრის დასაწყისში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ჩრდილოეთ სირიაში და მისი მიმდინარეობისას “ისლამური სახელმწიფოს“ წევრები შეიპყრო, რომლებიც ტყვეობიდან გაიქცნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი